RSS

რჩევები ჯორჯო არმანისგან

21 მაისი

რჩევები ჯორჯო არმანისგან: ვიყოთ უფრო მოდურები და თავდაჯერებულები.

1. ნურასოდეს გაიპრანჭებით ზედმეტად. გაცილებით მოდურად გამოიყურება ის, ვინც გადაჭარბებულად არ ცდილობს მოდური იყოს. იყავით ბუნებრივები.

2. შავი და მუქი ლურჯი ყველაზე კარგად წარმოაჩენს ფიგურას. შეგიძლიათ, ამ ფერებში თავს მეტი სითამამის უფლება მისცეთ ფორმების მხრივ.

3. კარგი ტანსაცმელი თავდაჯერებულობას შეგმატებთ, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

4. ასევე თავდაჯერებულობაა იმის საწინდარი, რომ სექსუალურად გამოიყურებოდეთ.

5. პიჯაკი ყველას გარდერობში უნდა მოიძებნებოდეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის კარგად იყოს შეკერილი და ტანზე კარგად იჯდეს. კარგ პიჯაკს სხვა ნაკლებად ხარისხიანი სამოსის გატანა შეუძლია.

6. არასოდეს დაზოგოთ ფული ფეხსაცმელებში, ამით მხოლოდ წააგებთ.

7. მიხარია, როცა თანამედროვე ადამიანებში ელეგანტურობისაკენ სწრაფვას ვხედავ. ელეგანტურობა იმის საფუძველია, რომ არასდროს ჩამორჩეთ დროს. ეს სტილი არ მოგიმატებთ ასაკს. ჩემთვის სტილი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე წარმავალი მოდური ტენდენციები.

8. რაც შეეხება ტყავის ფაქტურას, სადა ფერი აირჩიეთ და არა ჭრელი. ასეთი ტყავის სამოსი უფრ დიდხანს იქნება მოდაში, რადგან უპრეტენზიოა.

9. ახლა დიდი ყურადღება ექცევა აქსესუარებს. ცვალეთ ფეხსაცმელი, ქამრები, ჩანთები… ხშირად და ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებთ, რომ მუდმივად ახალი გაცვიათ.

10. კარგად შერჩეული სუნამო ძალიან ბევრს ნიშნავს. სურნელი პირველია რასაც ადამიანები აღიქვამენ თქვენი ოთახში შესვლისას და უკანასკკნელია როდესაც ოთახს ტოვებთ.

11. მინდა უფრო ლამაზი ვიყო უფრო ლამაზი ცხვირი მქონდეს, უფრო გამხდარი ვიყო… – ნუ ჩაიგდებთ თავს დეპრესიაში. მიიღეთ და შეირგეთ ის, რითაც ბუნებამ დაგაჯილდოვათ. აქცენტი გააკეთეთ იმაზე რაც კარგი გაქვთ გარეგნობაში.

 

დატოვე კომენტარი