RSS

როგორ გამოვიმუშავოთ მტკიცე ნებისყოფა?!

05 May

Coolნებისყოფა – ის ყოველთვის და ყველგან საკმარისი დოზით სჭირდება ადამიანს! აი მაგალითად: დიეტის დაცვის დროს. . მოკლედ ეს უდავოდ პოპულარული და საინტერესო თემაა… ამიტომ დაგეხმარებით და გასწავლით თუ როგორ გამოვიმუშავოთ მტკიცე ნებისყოფა, მარტივი გზებით! ცოტა ხნის წინ, დედაჩემი თითქმის ყოველდღიურად მიმეორებდა, რომ ნებისყოფის ნატამალი არ გამაჩნდა. კერძოდ ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ როცა მაგიდაზე ვაზით იდგა ჩემი საყვარელი კამფეტი/შოკოლადი და ა.შ. უეჭველად უნდა ამეღო ყოველი გავლისას, და მერე გემრიელად მეჭამა. კარგად იცით რას იწვევს მსგავსი საქციელი ამიტომ დავიწყე იმაზე ფიქრი თუ როგორ გამომემუშავებინა კარგი ნებისყოფა. უპირველეს ყოვლისა მინდა კარგად გაგარკვიოთ რაში გამოიხატება და რაში გვჭირდება ეს ნებისყოფა. თვითონ სიტყვა მიუთითებს რომ ეს საკუთარი ნების მართვაა. ის ზემოთ ხსენებული შემთხვევების გარდა კიდევ უამრავ შემთხვევაში გამოვლინდება და გვესაჭიროება. როცა გინდა დაანებო სიგარეტს თავი, როცა გინდა ჩადგე ფორმაში, როცა გინდა არ იყო სენტიმენტალური და ყველაფერზე არ იტირო, როცა გინდა ისწავლო საკუტარი ემოციების მართვა, როცა გინდა დააჰიპნოზო ანუ მართო შენი თავი მთლიანად შენ და არა სურვილმა, როცა გინდა თავი დააღწიო მავნე ჩვევებს მაგ. ფრჩხილების კვნეტა და ა.შ. მსგავსი პრობლემები ძალიან აქტუალურია ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე ძალიან საინტერესო და მარტივ გზას ნებისყოფის გამოსამუშავებლად! * იმისათვის, რომ შეძლო საკუთარი თავის მართვა უნდა გქონდეს საკმარისი ძალა ამისთვის. ამ ძალის გამომუშავება კი არც თუ ისე ძნეელია. შენ უნდა დაუთმო საკუთარ თავს 10 წუთიდან ნახევარ საათამდე დრო და შთააგონო ის რისი გაკეთებაც გინდა. მაგალითად შენ გინდა თავი დაანებო მოწევას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ დიდი დროა უფრო საჭირო. შენ დაჯდები და იფიქრებ რა ზიანს გაყენებს მოწევა, რატომ უნდა დაანებო მას თავი, რაში გჭირდება ის>>??? შენს თავს სწორედ ამგვარი და მსგავსი კითხვები უნდა დაუსვა. თუ შენ გინდა იყო დიეტაზე, და არ გყოფნის ნებისყოფა რომ 6ის მერე არაფერს გაკეკარო, უნდა იფიქრო თუ რა კარგი იქნება, როცა წონაში დაიკლებ, როცა ტავისუფლად მოირგებ შენს სასურველ ჯინსს, როცა თამამად ჩაიცვამ საცურაო კოსტიუმს და ა.შ. მოკლედ პირველი ეტაპი შენი სურვილის შთაგონებაა! * როცა მიზანი დასახული გაქვს, მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი ის რის გაკეტთებასაც აპირებ მაშინ წინ ვერაფერი დაგიდგება! ვერც სიგარეტი რომელიც მიმზიდველად გიყურებს…. ვერც გემრიელი ნამცხვრები… ვერც შენი მიმზიდველი ფრჩხილები და ა.შ. ანუ შენ იწყებ მიზნისთვის მოქმედებას! * როცა შეამჩნევ რომ მიზანთან ახლოს ხარ, ან უკვე მიაღწიე მას არ მისცე საკუთარ თავს მოდუნების უფლება! ცოტა ხანი მაინც ისევე ძველიი ხერხებით უნდა გააგრძელო ცხოვრება. ხოლო როცა უკვე მტკიცედ გეცოდინება რომ შენ ეს გამოგივიდა და ძველ შეცდომებსა თუ ცდუნებებს აღარ გაიმეორებ უკვე შეგეძლება მოშვება. მაგრამ არა ბოლომდე! ახლა კი პატარა სავარჯიშოები ნებისყოფის გამოსაცდელად, თუ გასვარჯიშებლად! დამიჯერეთ ეს ერთი შეხედვით მარტივი სავარჯიშოები არც თუ ისე მარტივი შესასრულებელია… * კომპიუტერთან დაჯდომისას გასსაზღვრე დრო, რამდენ ხანს გაატარებ მასთან და ზუსტად დანიშნულ დროს გამორთე ის! * ააღციე ისეთი წიგნი რომელიც შენს ინტერესს არ იწვევს, და გულდაასმით ყოველღამე ძილისწინ წაიკითხე ის! * ყოველ დილით როგორც კი გაიღვიძებ ადექი და გააკეთე 10 პრესი ან ბუქნი. ეს სასარგებლოა როგორც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ისე თქვენი ენბისყოფისთვის. * როდესაც ტელევიზორის ყურების დროს იწყება რეკლამა, არ გადართოთ სხვა არხზე! დაელოდეთ მის დამთავრებას! * 1 კვირის განმავლობაში მაინც გაკვეთილებს დაუთმე ზუსტად იმდენი დრო რასაც დაწყებისას განსაზღვრავ! * 1 კვირის განმავლობაში იყავი სახლში, და არ წახვიდე მეგობრებთან ერთად სასეირნოდ ან გასართობას. * ენჯელზე შემოსვლისთანავე, დაუყევი და ყველა ნიუსი გულდასმით გადაიკითხე. * აირჩიე ფეისბუკზე შენი საყვარელი მეგობარი და სხვადასხვა სიტყვებით დაუკომენტარე მისი ყველა ფოტო! (ნუ თუ ძალიან ბევრია ნახევარი მაინც) * შაბათ დილით გააკეთე ან სთხოვე შენს მშობელს გაგიკეთოს წვნიანი და შემწვარი კარტოფილი. მთელი დღე მიირთვი წვნიანი და კარტოფილს არც კი გაეკარო. * დღეში ერთხელ მაინც, აიღე კალმისტარი და ფურცელი და ჩამოწერე რისი მოსწრება გინდა ამ დღეს. დღის ბოლოს გადახედე ჩამონათვალს და გადახაზე რაც გააკეთე. დამიჯერე შედეგი გგაგაოცებს. * აირჩიე ერთი დღე და დაუთმე კლასიკური მუსიკის შესწავლას. * უყურე სენტიმენტალურ და სევდიან ფილმებს და არ იტირო! ან უყურე ძალიან სასაცილო ფილმს და არ იცინო! * 1 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად ეცადე რომ თავი შეიკავო აქტიურობისგან, აქტიური საუბრებისგან, გართობისგან და ა.შ. (სკოლაში მხოლოდ) . ეს ძალიან დაგეხმარება თუ გეუბნებიან ხოლმე ”ნუ ცანცარებო”. თუ გაქვთ რაიმე სახის კონკრეტული შეკითხვა შეგიძლიათ დამისვათ კომენტარებში.

 

One response to “როგორ გამოვიმუშავოთ მტკიცე ნებისყოფა?!

  1. ForYou

    04/12/2011 at 11:35 am

    Sheni mititebebi martlac damainteresda da gavakete kidevac, dzalian gasaocebeli shedegi mivige rasac nagdad ar velodebodi ese mgonia nebisyofas me vmartav. yvelas girchevt es mititebebi szliot da sheasrulot

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: