RSS

Category Archives: რჩევები

რჩევები ჯორჯო არმანისგან

რჩევები ჯორჯო არმანისგან: ვიყოთ უფრო მოდურები და თავდაჯერებულები. Read the rest of this entry »

Advertisements
 

როგორ გამოვიმუშავოთ მტკიცე ნებისყოფა?!

Coolნებისყოფა – ის ყოველთვის და ყველგან საკმარისი დოზით სჭირდება ადამიანს! აი მაგალითად: დიეტის დაცვის დროს. . მოკლედ ეს უდავოდ პოპულარული და საინტერესო თემაა… ამიტომ დაგეხმარებით და გასწავლით თუ როგორ გამოვიმუშავოთ მტკიცე ნებისყოფა, მარტივი გზებით! ცოტა ხნის წინ, დედაჩემი თითქმის ყოველდღიურად მიმეორებდა, რომ ნებისყოფის ნატამალი არ გამაჩნდა. კერძოდ ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ როცა მაგიდაზე ვაზით იდგა ჩემი საყვარელი კამფეტი/შოკოლადი და ა.შ. უეჭველად უნდა ამეღო ყოველი გავლისას, და მერე გემრიელად მეჭამა. კარგად იცით რას იწვევს მსგავსი საქციელი ამიტომ დავიწყე იმაზე ფიქრი თუ როგორ გამომემუშავებინა კარგი ნებისყოფა. უპირველეს ყოვლისა მინდა კარგად გაგარკვიოთ რაში გამოიხატება და რაში გვჭირდება ეს ნებისყოფა. თვითონ სიტყვა მიუთითებს რომ ეს საკუთარი ნების მართვაა. ის ზემოთ ხსენებული შემთხვევების გარდა კიდევ უამრავ შემთხვევაში გამოვლინდება და გვესაჭიროება. როცა გინდა დაანებო სიგარეტს თავი, როცა გინდა ჩადგე ფორმაში, როცა გინდა არ იყო სენტიმენტალური და ყველაფერზე არ იტირო, როცა გინდა ისწავლო საკუტარი ემოციების მართვა, როცა გინდა დააჰიპნოზო ანუ მართო შენი თავი მთლიანად შენ და არა სურვილმა, როცა გინდა თავი დააღწიო მავნე ჩვევებს მაგ. ფრჩხილების კვნეტა და ა.შ. მსგავსი პრობლემები ძალიან აქტუალურია ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე ძალიან საინტერესო და მარტივ გზას ნებისყოფის გამოსამუშავებლად! * იმისათვის, რომ შეძლო საკუთარი თავის მართვა უნდა გქონდეს საკმარისი ძალა ამისთვის. ამ ძალის გამომუშავება კი არც თუ ისე ძნეელია. შენ უნდა დაუთმო საკუთარ თავს 10 წუთიდან ნახევარ საათამდე დრო და შთააგონო ის რისი გაკეთებაც გინდა. მაგალითად შენ გინდა თავი დაანებო მოწევას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ დიდი დროა უფრო საჭირო. შენ დაჯდები და იფიქრებ რა ზიანს გაყენებს მოწევა, რატომ უნდა დაანებო მას თავი, რაში გჭირდება ის>>??? შენს თავს სწორედ ამგვარი და მსგავსი კითხვები უნდა დაუსვა. თუ შენ გინდა იყო დიეტაზე, და არ გყოფნის ნებისყოფა რომ 6ის მერე არაფერს გაკეკარო, უნდა იფიქრო თუ რა კარგი იქნება, როცა წონაში დაიკლებ, როცა ტავისუფლად მოირგებ შენს სასურველ ჯინსს, როცა თამამად ჩაიცვამ საცურაო კოსტიუმს და ა.შ. მოკლედ პირველი ეტაპი შენი სურვილის შთაგონებაა! * როცა მიზანი დასახული გაქვს, მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი ის რის გაკეტთებასაც აპირებ მაშინ წინ ვერაფერი დაგიდგება! ვერც სიგარეტი რომელიც მიმზიდველად გიყურებს…. ვერც გემრიელი ნამცხვრები… ვერც შენი მიმზიდველი ფრჩხილები და ა.შ. ანუ შენ იწყებ მიზნისთვის მოქმედებას! * როცა შეამჩნევ რომ მიზანთან ახლოს ხარ, ან უკვე მიაღწიე მას არ მისცე საკუთარ თავს მოდუნების უფლება! ცოტა ხანი მაინც ისევე ძველიი ხერხებით უნდა გააგრძელო ცხოვრება. ხოლო როცა უკვე მტკიცედ გეცოდინება რომ შენ ეს გამოგივიდა და ძველ შეცდომებსა თუ ცდუნებებს აღარ გაიმეორებ უკვე შეგეძლება მოშვება. მაგრამ არა ბოლომდე! ახლა კი პატარა სავარჯიშოები ნებისყოფის გამოსაცდელად, თუ გასვარჯიშებლად! დამიჯერეთ ეს ერთი შეხედვით მარტივი სავარჯიშოები არც თუ ისე მარტივი შესასრულებელია… * კომპიუტერთან დაჯდომისას გასსაზღვრე დრო, რამდენ ხანს გაატარებ მასთან და ზუსტად დანიშნულ დროს გამორთე ის! * ააღციე ისეთი წიგნი რომელიც შენს ინტერესს არ იწვევს, და გულდაასმით ყოველღამე ძილისწინ წაიკითხე ის! * ყოველ დილით როგორც კი გაიღვიძებ ადექი და გააკეთე 10 პრესი ან ბუქნი. ეს სასარგებლოა როგორც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ისე თქვენი ენბისყოფისთვის. * როდესაც ტელევიზორის ყურების დროს იწყება რეკლამა, არ გადართოთ სხვა არხზე! დაელოდეთ მის დამთავრებას! * 1 კვირის განმავლობაში მაინც გაკვეთილებს დაუთმე ზუსტად იმდენი დრო რასაც დაწყებისას განსაზღვრავ! * 1 კვირის განმავლობაში იყავი სახლში, და არ წახვიდე მეგობრებთან ერთად სასეირნოდ ან გასართობას. * ენჯელზე შემოსვლისთანავე, დაუყევი და ყველა ნიუსი გულდასმით გადაიკითხე. * აირჩიე ფეისბუკზე შენი საყვარელი მეგობარი და სხვადასხვა სიტყვებით დაუკომენტარე მისი ყველა ფოტო! (ნუ თუ ძალიან ბევრია ნახევარი მაინც) * შაბათ დილით გააკეთე ან სთხოვე შენს მშობელს გაგიკეთოს წვნიანი და შემწვარი კარტოფილი. მთელი დღე მიირთვი წვნიანი და კარტოფილს არც კი გაეკარო. * დღეში ერთხელ მაინც, აიღე კალმისტარი და ფურცელი და ჩამოწერე რისი მოსწრება გინდა ამ დღეს. დღის ბოლოს გადახედე ჩამონათვალს და გადახაზე რაც გააკეთე. დამიჯერე შედეგი გგაგაოცებს. * აირჩიე ერთი დღე და დაუთმე კლასიკური მუსიკის შესწავლას. * უყურე სენტიმენტალურ და სევდიან ფილმებს და არ იტირო! ან უყურე ძალიან სასაცილო ფილმს და არ იცინო! * 1 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად ეცადე რომ თავი შეიკავო აქტიურობისგან, აქტიური საუბრებისგან, გართობისგან და ა.შ. (სკოლაში მხოლოდ) . ეს ძალიან დაგეხმარება თუ გეუბნებიან ხოლმე ”ნუ ცანცარებო”. თუ გაქვთ რაიმე სახის კონკრეტული შეკითხვა შეგიძლიათ დამისვათ კომენტარებში.

 

დიეტა სვიით? (არ გირჩევ)

სვითის ბლოგზე წავიკითხრე რომ მან დიეტა დაიწყო. ამას ნამდვილად არავის არ გირჩევთ. რატომ? არსებობს მარტივი მიზეზი. ჩემი აზრით დიეტას როდესაც იწყებ ფსიქოლოგია გერღვევა.. და ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება…..
ხოლო თუ მაინც და მაინც დიატაზე გინდა დაჯდომა სანამ დაიწყებ ფსიქიკა უნდა მოამზადო რათა მერე ყველაფრის ერთბაშად გადატანა არ გაუჭირდეს…როგორ უნდა მოვამზადო ფსიქიკა? ადვილად. უბრალოდ უნდა შთააგონო შენს თავს რომ შენ ეს გჭირდება ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაიტანო რათა გაგიადვილდეს. 😛 აი ზუსტად ისეა როცა კბილს ამოგიღებენ ხოლმე და ძAლიან გტკივა ამ დროს შეგიძლია დაიძინო ან დაქალს ემესიჯო ეგრევე დაგავიწყდება ტკივილი. ეს უბრალოდ მაგალითი იყო.. 😛

 

დავიწყოთ გამოკვლევა

თუ ჩემი პოსტი ახალ იდეასთან დაკავშირებით წაკითხული გაქვთ მიხვდებოდით რომ დროა დავიწყოთ. დღეისთვის ერთი არაჩვეულებრივი საიტი მოგიმზადეტ. ამის შესახებ სვითისაც ეწერა მარა არ ბოლომდe =)
არის შესანიშნავი საიტი. როცა დარეგისტრირდებით შეგეძლებათ აკეთოთ სურათები, კოლექციები შეიძინოთ მეგობრები, გაიმარჯვოთ კონკურსებში და შეაფასოთ სხვისი ნამუშევარი რა თქმა უნდა თქვენსასაც შეაფასეებენ. მინდა ასევე გითხრათ რომ ეს საიტი ძAლიან კარგია იმითაც რომ შეგიძლიათ ტანსაცმელებიც გამოიწეროთ. =) მე მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი გამოვიწერე ჯერ მაგრამ უკვე ძალიან კმაყოფილი ვარ.
სურათებს როცა გააკეთებთ შეგეძლებათ გადმოწერაც რა თქმა უნდა. ვინც შეხვალთ და დარეგისტრირდებით დამამატეთ მეც 🙂 აი ჩემი პროფილის ლინკი. http://www.polyvore.com/cgi/profile?id=1255818 ჩემმა სურათმა უკვე გაიმარჯვა ერთერთ კონკურსში და აი ის სურათიც =) რომელმაც გაიმარჯვა.

Looving 😛

 

როგორ დავიხმაროთ მაკიაჟი სახის ნაკვთების ნაკლის დასაფარავად


Read the rest of this entry »

 

ჯანმრთელობის საგანძური

Read the rest of this entry »

 

პომიდორი აახალგაზრდავებს!

პომიდორი ერთადერთი იშვიათი ბოსტნეულია, რომელიც ყველა სახით სასარგებლოა.

პომიდორი და პომიდვრის წვენი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს და სისხლის მიმოქცევას, ფილტვების, კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას აუმჯობესებს.

ქორფა პომიდორი მინერალური ნივთიერებების დანაკარგს იდეალურად ავსებს. ის შეიცავს კალციუმს (სასარგებლოა გულისთვის), მაგნიუმს (სიცივესთან ადაპტაციას ეხმარება), რკინას (რეკომენდებულია ანემიის დროს), თუთიას (იმუნიტეტს ამაღლებს), კალციუმს (ძვლებს ამაგრებს), ფოსფორს (გაცვლით პროცესებში მონაწილეობს).

დაბალი კალორიულობის წყალობით (23 კკალორია 100 გრამზე), პომიდორი სასარგებლოა ადამიანებისათვის, ვისაც სიმსუქნე აწუხებს.

პომიდორი კარგი შარდმდენი საშუალებაა და ამიტომ ნაჩვენებია თირკმლების და შარდის ბუშტის პრობლემების დროს.

უმი პომიდვრისგან ლიკოპენის (ანტიმჟანგავი, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს) მხოლოდ 4% შეითვისება. მეცნიერები გვირჩევენ, გაახალგაზრდავების ეფექტისათვის პომიდვრის წვენი დავლიოთ, უკეთესია, პომიდვრის პასტა საჭმელებში დავუმატოთ.

პომიდორში ბევრი ვიტამინია – ი#, ი–, ი”, ი|, ი; და უ, მაგრამ ყველაზე მეტი ს ვიტამინია. 100 გრამი მწიფე პომიდორი მოზრდილი ადამიანის ს ვიტამინზე დღიურ მოთხოვნას მეოთხედით ფარავს.

სხვა ბოსტნეულისაგან განსხვავებით, პომიდორი უფრო სასარგებლო ხდება თერმული დამუშავების შემდეგ. უკვე 2 წუთის შემდეგ ლიკოპენი ერთი მესამედით იმატებს, ვიდრე უმ პომიდორშია. 15 წუთის მოშუშვის შემდეგ ამ ანტიმჟანგავის კონცენტრაცია 1,5–ჯერ იზრდება.

პომიდორი ანტიმჟანგავების, განსაკუთრებით ლიკოპენის, ფენოლის, ფისისა და ასკორბინის მჟავის შესანიშნავი წყაროა.

პომიდორი შეუცვლელია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის დაკლება სურს. მის შემადგენლობაში შედის ქრომი, რომელიც შიმშილის შეტევას თრგუნავს და მაძღრობის გრძნობას ახანგრძლივებს.

პომიდორი არამხოლოდ სხეულს კურნავს, ასევე სულსაც. მასში არის თირამინი – ორგანული ნაერთი, რომელიც სეროტონინად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელი განწყობას აუმჯობესებს, ხოლო სტრესულ სიტუაციებში მუშაობს, როგორც ანტიდეპრესანტი.

პომიდვრის კომპრესი შეშუპებას აქრობს. საკმარისია პრობლემურ ადგილზე მარლაში გახვეული პომიდვრის პიურე 15–20 წუთი გაიჩეროთ.