RSS

ყველაფერი უნდა შეიცვალოს!

17 Jan

თითქმის ერთი კვირაა ამაზე ვფიქრობ, ცოტაც და გავგიჟდები!  ვეღარ ვუსმენ ხალხის წუწუნს, “ოხ რამდენი პრობლემა მაქვს!”  “პრობლემა მაქვს” “იცი დღეს რამდენი ცუდი რამ მოხდა?” “დღეს კარგი იყო მაგრამ საშინლად დავიღალე დათან პრობლემაცაა”.   მორჩა ამას ვეღარ ავიტან! მესმის, რომ ყველა თავის გასაჭირზე ფიქრობს, მაგრამ მეც ხომ შეიძლება რამემ შემაწუხოს? მეც ხომ ადამიანი ვარ? თუმცა ყველა მარტო თავის თავზე ფიქრობს…მეც ასეთი უნდა გავხდე!  ამ ბოლო დროს ყველაფერი ცუდად მიდის, მადა დამეკარა, ორი კილო მოვიმატე (მე მაინც გამხდარი ვარ მაგრამ გასუქება არ მინდა!)  ერთფეროვნებამ მომიცვა, წიგნების კითხვას თავი დავანებე, და ძალიან აგრესიული გავხდი! ამ ყველაფრის შესაცვლელად, რამდენიმე რამ უნდა გავაკეთო:

დილით  შედარებით ადრე ავდგები – რადგან დასვენებაა სულ გვიან ვწვებოდი და გვიანაც ვდგებოდი, სულ გამიტყდა ძილი.

რაციონს შევცვლი – დილას ხილით და წვენით დავიწყებ და ა.შ.

ახალ წიგნს წავიკითხავ – წიგნი მამშიდებს.

სერიალები, რომლებიც დიდი ხანია მაინტერესებს ყველას გადმოვიწერ და ვუყურებ არა მარტო სერიალებს დაჯილდოვებებსაც.

გავისეირნებ ხოლმე – ზამთარში ეს ცოტა გამიჭირდება მაგრამ ქალაქში გავალ და კაფეში დავჯდები. ეს მიშველის.

ახალი ენის შესწავლას დავიწყებ – როგორ მიხარია!🙂

აი სულ ეს იყო.🙂 იმედია გამომივა.🙂 წარმატებები მისურვეთ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: