RSS

ტიპიური გამტაცებლები თუ გმირები?!

14 Jan

ალბათ გაგიგიათ “ჯინსების თაობაზე”. სწორედ ამ წიგნს ვკითხულობ ეხლა.  გაგებული მქონდა, რომ ემოციური წიგნი იყო. მაგრამ ამ დონის? ვერადსდროს წარმოვიდგენდი! ეს არ არის უბრალო გამტაცებლების ისტორია! ეს წიგნი აგატირებთ. დაფირებულხარ როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის დროს? ზოგი კი ამბობს კარგია კარგიაო, მაგრამ სიმართლეს სწორედ ეს წიგნი გვეუბნება.

“ჯინსების თაობა”  მოგვითხრობს მეგობრებზე, რომლებმაც უარი თქვეს მონობაზე. ამ სიცოცხლით სავსე მოზარდებს თავისუფლება უნდოდათ, რაც საქართველოში არ იყო.სამაგიეროდ იყო ამერიკაში, სადაც აპირებდნენ წასვლას. მათ მოიტაცეს თვითფრინავი..მაგრამ ყველაფერი წარუმატელად დამთავრდა და ისინი დაიღუპნენ, გადარჩა მხოლოდ თინა, რომელიც იმიტომ არ დახვრიტეს რომ ორსულად იყო, თუმცა მისი მეუღლე და შეყვარებული გიგა მოკვდა (ისევე როგორც ყველა!) ეს ახალგაზრდები დღესაც განსჯის საგანია. ზოგი ფიქრობს, რომ ისინი ტიპიური გამტაცებლები იყვნენ, ზოგი კი მათ გმირებად თვლის და მეც მეორე რიგს ვუერთდები! თინა დღესაც ცოცხალია, და მისი ინტევიუების მოძიება იუთუბში შესაძლებელია! უსამართლო ადამიანებმა დახვრიტეს არა მარტო ისინი ვინც თვითმფრინავში იჯდა არამედ ის ვინც იქ არც მჯდარა: ბერი თევდორე, რომელსაც მათი შეჩერება უნდოდა, ის მხლოდ იმიტომ მოკლეს რომ ეს ყველაფერი იცოდა. წყვილი: თინა და გეგა ცხრა თვიანი დაკითხვისას ასე “კონტაკტობდნენ”. ისინი ერთი და იგივე ტახში მიჰყავდათ დასაკითხად, ისინი კი ჩუმად კედლებზე წერდნენ წარწერებს..ეს ძალიან სევდიანია. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ყველაფერთად დაკავშირებით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: