RSS

#6: 80 რჩევა პროფესიონალური ბლოგინგისთვის

29 Oct

იყიდეთ დომენი და დააინსტალირეთ ვორდპრესი
თუ ფული არ გაქვთ ან გეზარებათ, გამოიყენეთ Blogger-ი. იგი ადვილია, უფასოა და Google-ისაა. ამიტომაც ძიებისას თქვენი ბლოგი უფრო ზედა რეზულტატებში გამოჩნდება.
მოიფიქრეთ ბლოგის მახვილგონივრული აღწერა (tagline)
ფოკუსირება მოახდინეთ ნიშურ თემაზე
გაუღიმეთ საძიებო სისტემებს – გამოიყენეთ ტეგები
მოფიქრეთ სხარტი სათაურები პოსტებისთვის
პოსტებში აუცილებლად დალინკეთ შიდა გვერდები და ძველი პოსტები
პოსტების ბოლოს განათავსეთ ”მსგავსი პოსტების” ჩანართი.
ებრძოლეთ სპამს!
იყავით ფოკუსირებული ბლოგის განვითარებაზე
დაიცავით ბლოგი უცხო პირთა შეჭრისგან – დააყენეტ ძნელად გამოსაცნობი პაროლები
იფიქრეთ პრემიუმ დიზაინზე
კარგად შეახამეთ ბრენდინგის ელემენტები
გადაიტანეთ RSS Feedburner-ზე
მიეცით მკითხველებს საშუალება გამოიწერონ ბლოგი იმეილით
მიეცით მკითხველებს კომენტარების გამოწერის საშუალება
დარეგისტრირდით Google Analytics-ზე
გახადეთ პოსტები სკანირებადი და კითხვადი
გაათავისუფლეთ ბლოგი ზედმეტი ნაგვისგან
შეინახეთ პოსტების და კომენტარების სამარქაფო ვერსია (ყოველი შემთხვევისთვის)
პოსტი გააფორმეთ მინიმუმ 1 სურათით
ატვირთეთ ისინი თქვენს საკუთარ სერვერზე ან ბლოგერის უფასო სერვისით ისარგებლეთ.
არ გამოიყენოთ უფასო იმიჯ-ჰოსტინგები
დაიცავით თვით-დისციპლინა
დარეგისტრირდით blogroll.ge-ზე
ბლოგიდან მოაცილეთ გაფუჭებული ბმულები რომლებიც არსად არ ილინკება.
უპასუხეთ მკითხველის კომენტარებს
დაწერეთ მიწვეული-პოსტი რომელიმე პოპულარულ ბლოგზე
იკითხეთ სხვა ბლოგები ახალი იდეებისთვის
იყავით აქტიური ინტერნეტში და ცხოვრებაში
გამოძვერით ”ტექსტი მეფობს”- ჩარჩოდან
შექმენით ალიანსი სხვა ბლოგერთან
შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები – შეისწავლეთ ბლოგის ტექნიკური მხარეები
გახადეთ მკითხველისთვის ადვილი თქვენთან დაკავშირება
იქონიეთ გამზადებული მედია კიტი რეკლამის დამკვეთებისთვის
გადაიღეთ ვიდეო-პოსტი
არ იპასიუროთ, დაარეკლამეთ თქვენი ბლოგი
მადლობა გადაუხადეთ თქვენს სტუმრებს
დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაავრცელეთ უფასოდ.
მკითხველის რომელიმე საინტერესო კომენტარს ახალ პოსტში ციტირება გაუკეთეთ და განავრცეთ
არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები მკითხველის შესახებ, თქვენ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ. – ამიტომ ნუ დაიწყებთ პოსტებს შემდეგი ფრაზით – “როგორც უკვე იცით, …” აუხსენით მათ ყოველი დეტალი.
დაილაგეთ სამუშაო მაგიდა
სპონსორი გჭირდებათ? მოიძიეთ!
გამორთეთ კომენტარების მოდერაცია
არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ვერ პოსტავდით. ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ დაწერეთ ახალი პოსტი. პაუზას ვერავინ შეამჩნევს.
დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet)
წაიკითხეთ წიგნი
გაყიდეთ ან გააჩუქეთ ტელევიზორი
იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან
მეტი კომენტარების მოსაპოვებლად პოსტებში დასვით შეკითხვები
დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაყიდეთ
შეწყვიტეთ დაგეგმვა, დაიწყეთ წერა!
წერეთ ყოველ დღე
თუ ფიქრობთ, რომ კარგად წერთ, წერეთ დღეში ორჯერ
არ უთხრათ თქვენი ბლოგის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულს, თანამშრომლებს.
თუ ისინი მაინც აღმოაჩენენ მას, სთხოვეთ დაივიწყონ თქვენი ბლოგის მისამართი.
გალინკეთ სხვები. გალინკეთ ყველა ვინც გაგლინკავთ. ლინკებით განსხვავდება ბლოგერი მაიმუნისგან.
დაწერეთ რამე რეალური თქვენს შესახებ!
თუკი კვირაზე მეტია არ დაგიწერიათ სექსზე, პოლიტიკაზე და რელიგიაზე ესე იგი ”სუფთა თამაშს” თამაშობთ, რაც იმას ნიშნავს რომ #55 რჩევის შესრულებისას ჩაიჭერით. გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ.
დააყენეთ მთვლელი და მიეცით საშუალება ყველას ნახოს თქვენი სტატისტიკა.
თუ არ იცით როგორ კეთდება ეს – ისწავლეთ. იმ წუთიდან რაც ბლოგს გააკეთებთ კარგი რაღაცეები მოხდება, მათ შორის ის, რომ ახალ რამეებს ისწავლით.
სანამ ”გამოქვეყნებას დააჭერთ. მონიშნეთ მთელი პოსტი და დააჭირეთ CTRL+C-ს. ეშმაკს არ სძინავს!
წერეთ გულწრფელად. ყოველი პოსტი წინაზე გულწრფელი უნდა იყოს.
ცვალეთ წერის სტილი. წერეთ ლამაზი ზღაპრები. იოცნებეთ სახალხოდ. გამოფინეთ ყველაზე ჭუჭყიანი თეთრეული. სახელებით მოიხსენიეთ კონკრეტული პიროვნებები. იტირეთ, იჩხუბეთ, იმღერეთ, არ მოგერიდოთ, რომ ვინმე დაგცინებთ.
კვირაში ერთხელ მაინც ჩაწერეთ აუდიო პოსტები.
არ იზარმაცოთ!
დასასვენებლად მიდიხართ? არ მოკლათ ბლოგი! – დაუტოვეთ იგი ალიანსელს (იხ. #32) ან წინასწარ დაწერეთ სამომავლო პოსტები და გადაანაწილეთ თქვენს შვებულებაზე.
დაწერეთ ღია წერილები. გააკეთეთ სიები. წერეთ სხვის შეცდომებზე.
გამოიგონეთ საკუთარი თავი.
წერა დაიწყეთ იმ ამბით, რაც დღეს გადაგხდათ.
როცა არ იცით რა დაწეროთ, დაწერეთ მიმოხილვები, მაგალითად მიმოიხილეთ გუშინ ნანახი ფილმი.
ხშირად წერეთ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ.
გამოააშკარავეთ საკუთარი თავი. მოყევით თქვენი საიდუმლოებები. ამ პოსტების წაშლა შემდგომში ყოველთვის შეიძლება.
არ გამოაქვეყნოთ თქვენი ნამდვილი სახელი. არ ილაპარაკოთ სამსახურზე თუ გაწუხებთ სამსახურიდან გამოგდების საკითხი.
არ გამოაქვეყნოთ თქვენი ლექსები, მათ არავინ წაიკითხავს. განსაკუთრებით – თუ ისინი გენიალურია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ სასაცილო და იდიოტური ლექსები.
მოყევით თქვენი მეგობრების შესახებ
შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ!
წაიკითხეთ ათასობით ბლოგი და დატოვეთ სასიამოვნო კომენტარები
ამობეჭდეთ ეს სია, გაიკარით სამუშაო მაგიდასთან და ყოველდღე გადახედეთ!
შთაგონებისთვის – იკითხეთ Sweet.ge

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: