RSS

ჯანმრთელობის საგანძური

23 Oct

ჯანსაღი და დღეგრძელი ცხოვრების 10 მცნება

1. უპირატესობა მიეცი ცილებიან საკვებს, რამეთუ ის სიცოცხლის წყარო, უჯრედებისა და ქსოვილების აღმდგენი, ორგანული პროცესების რეგენერატორია.

2. ერიდე ნახშირწყლებსა და ცხიმებს, რამეთუ ისინი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, გართმევს ენერგიას ადა სიცოცხლისუნარიანობას.

3. აღკვეთე ალკოჰოლიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება და თამბაქოს უზომო წევა.

4. აქტიურად მისდიე სპორტის იმ სახეობას, რომელსაც აირჩევ. ნუ გამოტოვებ კვირის ნურც ერთ დღეს ფიზიკური აქტივობის გარეშე.

5. ივარჯიშე და გაიძლიერე ფილტვები, რათა განიწმინდოს სისხლი ბუნების ელექსირით – ჟანგბადით.

6. დაიმორჩილე და დაამარცხე ნერვულობა სხეულისა და გონების უმთავრესი და უპირველესი მტერი.

7. წელიწადში ორჯერ მიიღე რჩევა შენი თერაპევტისა და სტომატოლოგისაგან, ყურად იღე იგი.

8. მიიღე ვიტამინები საკვების ან აბების სახით, რამეთუ ის სიცოცხლის ნაპერწკალია.

9. მიეცი საშუალება სხეულსა შენსა ძილის დროს ისე დაისვენოს, რომ ბუნებამ შეძლოს დღის განმავლობაში მიღებული სტრესებისა და დაძაბულობის მოხსნა.

10. ყოველგვარი საქმიანობისას, სმა–ჭამა იქნება ეს თუ გართობა, ზომიერებას ნუ გადახვალ.

* * *

ანგინა შეიძლება ერთი დღე–ღამის განმავლობაში განვკურნოთ, თუ დავღეჭავთ ნაძვის ახლადდადენილ ფისს.

* * *

თქვენი ჯანმრთელობის პირველი მაჩვენებელი შარდია. ხალხური მედიცინა თვლის, რომ დაავადების ნიშნების გაჩენას შარდის ტუტე რეაქცია გვატყობინებს. შარდის რეაქცია შეგვიძლია განვსაზღვროთ ლაკმუსის ქაღალდის დახმარებით დღეში ორჯერ: დილით – გამოღვიძებისას და საღამოს – ვახშმის წინ. ლაკმუსის ქაღალდი არის სპეციალური ქაღალდი, რომელიც წითლდება მჟავეებში და ლურჯდება ტუტეებში.

* * *

ცხვირის დანამატი ღრუს ტკივილი (ჰაიმორიტი) იწვევს შარდის ტუტე რეაქციას. თუ ერთი საათის ხანგამოშვებით შვიდჯერ დავლევთ ერთ ჭიქა წყალში გახსნილ 1 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს, შარდის რეაქცია მჟავე გახდება და ტკივილიც შემცირდება.

* * *

სამწვერა ნერვის ანთება (სახის ნევრალგია) ასევე იწვევს შარდის ტუტე რეაქციას. ტკივილს გავიქრობთ, თუ დავლევთ ზემოხსენებულ ნარევს საათში ერთხელ, ამასთან შარდის რეაქცია შეიცვლება მჟავე რეაქციით. ეფექტი მატულობს, თუ ყლუპებად დავლევთ და არა ერთიანად.

* * *

სხვადასხვა სიმჟავეები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ორგანიზმზე. მაგალითად, თუ დალევთ ერთ ჭიქა წყალში განზავებულ 5–10 წვეთ მარილმჟავას დღეში 4–ჯერ ორი კვირის განმავლობაში, გაგიძლიერდებათ ტკივილი ხელებისა და ფეხების სახსრებში (ართრიტის დროს), მაშინ როცა ერთ ჭიქა წყალში განზავებული 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი რომ მიიღოთ დღეში 4–ჯერ, შესამჩნევად შეგიმცირდებათ ტკივილის შეგრძნელბა დროის იმავე პერიოდში.

* * *

შაკიკის თავიდან აცილებას ხშირად ხელს უწყობს ყოველი ჭამის შემდეგ 2 ჩაის კოვზი თაფლის მიღება. თავის ტკივილის გაქრობის შემთხვევაშიც შეჭამეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, რომელსაც სწრაფად ითვისებს ორგანიზმი. ჩვეულებრივ თავის ტკივილი სუსტდება თაფლის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ. თუ თავის ტკივილი მაინც არ გაქრა, შეჭამეთ კიდევ ერთი სუფრის კოვზი თაფლი დამამშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე.

ხალხური მედიცინა ასევე ეფექტურად თვლის შაკიკის დროს ვაშლის ძმრის ორთქლის აბაზანის გამოყენებას. ცეცხლზე დადგით ტაშტი ვაშლის ძმრის და წყლის თანაბარი რაოდენობით. წყალი ნელა ადუღეთ. როცა მისი ზედაპირიდან ორთქლი დაიწყებს ამოსვლას, დახარეთ თავი ტაშტზე და იყავით ასეთ მდგომარეობაში, შეისუნთქეთ ორთქლი 75–ჯერ. ჩვეულებრივ ამის შემდეგ თავის ტკივილი ქრება. თუ იგი კვლავ გაჩნდა, ორჯერ უფრო სუსტი იქნება. ასეთ ორთქლის აბაზანას შეუძლია შეცვალოს თავის ტკივილის აბები.

* * *

სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტონიის) დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს:

1. გავზარდოთ ნახშირწყლების ყოველდღიური მიღება ორგანული სახით, მაგალითად, ვაშლით, ყურძნით, შტოშით და მათი წვენებით. აუცილებელია ყოველდღიურად მივირთვათ იმდენი ხილი, რომ 4 ჭიქა წვენს შეესაბამებოდეს. ხილი შეიძლება მივიღოთ ჭამის წინ, ან ჩვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. თუ მჟავიანობის გასაზრდელად ვაშლის ძმარს გამოვიყენებთ, დავლიოთ 2 ჩაის კოვზი განზავებული 1 ჭიქა წყალში.

2. ჩვენი ყოველდღიური რაციონი უნდა გადავათვალიეროთ და გავაანალიზოთ, რამდენი ცილა და ნახშირწყლები მივიღეთ. თუ ცილები მეტია, მაშინ ვეცადოთ, უფრო სწორად მოვახდინოთ რაციონში ამ ორი კომპონენტის ბალანსირება.

3. ხორბლის ნაწარმის ნაცვლად სიმინდი ვიხმაროთ.

4. ჩვეულებრივი სუფრის მარილი სითხეს იზიდავს და აკავებს ორგანიზმში. ამიტომაც მაღალწნევიანი ადამიანების რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ მარილიანი საკვები. მარილიანი საჭმელი ყოველთვის აწყურებს. ორგანიზმიდან გამოყოფამდე ჭარბი სითხე სისხლშია და წნევის ამაღლებას იწვევს. როდესაც მარილი და მარილიანი პროდუქტები რაციონიდან გამოირიცხება, სისხლი მასში მყოფ სითხეს გამოყოფს და სისხლის წნევა მცირდება.

5. თაფლი პირდაპირ საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს. თუ მას გამოვიყენებთ ყოველი ჭამის დროს, იგი შეიწოვს ჭარბ ტენს სისხლიდან, შეამცირებს სისხლის წნევას. მოქმედებს როგორც ტრანკვილიზატორი, ამცირებს ყოველნაირ დაძაბულობას.

* * *

ანგინის (ტონზილიტი) სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში ყველაზე გავრცელებული საშუალება ყელში ვაშლის ძმრის გამოვლებაა. დოზა – 1 ჩაის კოვზი ძმარი ჭიქა წყალზე. გამოვლება უნდა ჩავატაროთ საათში ერთხელ. ამ დროს პირს მთლიანად ივსებენ ხსნარით, ივლებენ და ყლაპავენ.

ხალხურ მედიცინას მიაჩნია, რომ ჩაყლაპვის დროს ხსნარი რეცხავს ყელის უკანა მხარეს, სადაც გამოვლებისას ვერ აღწევს. ტკივილის შესუსტების დროს გამოვლების ინტერვალი შეიძლება ორ საათამდე გავზარდოთ.

* * *

კალიუმის ნაკლებობა ორგანიზმში შეიძლება დადგინდეს შემდეგი ნიშნების მიხედვით:

1. შესამჩნევია გონებრივი უნარის, მოსაზრებულობის დაქვეითება, თავს იჩენს გარკვეული გაუბედავობა, თვითრწმენის შესუსტება, რამდენადმე ქვეითდება მეხსიერება.

2. უფრო ხშირად თავს იჩენს ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის სიმპტომები. სუსტდება ფიზიკური ამტანობა, უფრო ჩქარა იღლებიან.

3. იზრდება სიცივისადმი მგრძნობელობა. უპირატესობა ეძლევა თბილ საჭმელს, ხშირად უცივდებათ ხელები და ფეხები.

4. ტერფებზე ხშირად უჩნდებათ კოჟრები.

5. ხშირად აწუხებთ კუჭის შეკრულობა.

6. ადვილად ავადდებიან, ხშირად ცივდებიან.

7. დროდადრო მადა ეკარგებათ, ხოლო ზოგჯერ პირღებინება აქვთ.

8. ჭრილობები და დაბეჟილობები ნელა უშუშდებათ.

9. კანი ხშირად ექავებათ.

10. უფრო მეტი კბილი უფუჭდებთ, ვიდრე ჩვეულებრივ უნდა ხდებოდეს.

11. შესაძლებელია ფერიმჭამელების გაჩენა.

12. ზოგჯერ ქუთუთოები და პირის კუთხეები უბრუნდებათ.

13. ხშირად კურუნჩხებათ კუნთები (განსაკუთრებით ფეხისა). უფრო ხშირად ეს ღამით ხდება.

14. ასეთ ადამიანებს უძნელდებათ მოდუნება.

15. ხშირად ცუდი ძილი აქვთ.

16. შეიძლება ჰქონდეთ ტკივილის შეგრძნება სახსრებში, რაც ართრიტის შთაბეჭდილებას ახდენს.

ასაკში შესვლასთან ერთად ასეთმა ადამიანებმა მეტი რაოდენობით უნდა მიიღონ კალიუმი (საჭმელთან ერთად). როგორც წესი, საჭიროა ორჯერ გაიზარდოს კალიუმის მიღება თაფლის, ახალი ბოსტნეულის, ხილის, კენკრის სახით. კალიუმი საჭიროა არა მარტო კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (რამდენადაც იგი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში), არამედ აგრეთვე კალიუმსა და ნატრიუმს შორის ბალანსის დაცვის მიზნით.

წითელი წიწაკა კალიუმის მდიდარი წყაროა. იგი შეიძლება კერძში ვიხმაროთ დღეში ერთხელ ან ორჯერ.

კალიუმის კიდევ ერთი წყაროა წყალში გახსნილი თაფლი და ვაშლის ძმარი.

ყურძნის, შტოშისა ან ვაშლის ერთი ჭიქა წვენი დღეში ორჯერ ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო კალიუმით.

თაფლი – საძილე საშუალება

ხალხური მედიცინა განიხილავს თაფლს, როგორც საუკეთესო საძილე საშუალებას. თუ ღამე ძნელად იძინებთ, ან დაიძინებთ და ადვილად იღვიძებთ, შემდეგ კი დიდხანს აღარ გეძინებათ, თაფლი უნდა მიირთვათ. თუ ყოველდღიურად ვახშამზე დაიწყებთ თითო სუფრის კოვზი თაფლის ჭამას, მალე იგრძნობთ, რომ თქვენთვის უკვე ძნელი იქნება უკუაგდოთ თვლემა, თუ რაიმე მიზეზის გამო არ შეგიძლიათ დასაძინებლად დაწვეთ. მაგრამ ბალიშზე თავს დადებთ თუ არა, მაშინვე დაგეძინებათ.

ხველების განკურნების ძველი, გამოცდილი საშუალება

ხველა თუ გაწუხებთ, იხმარეთ ერთი ეფექტური საშუალება, რასაც ხალხური მედიცინა გვთავაზობს და რაც მრავალი თაობის მიერაა შემოწმებული. ნელ ცეცხლზე 10 წუთი ხარშეთ ერთი ცალი ლიმონი. იგი დარბილდება და მეტ წვენს გაუშვებს. ლიმონი შუაზე გაჭერით, გამოწურეთ საწურით. წვენი ჭიქაში ჩაასხით, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი გლიცერინი, კარგად აურიეთ და შემდეგ ჭიქა პირამდე შეავსეთ თაფლით. ლიმონის მაგიერ შეიძლება ვაშლის ძმარი გამოიყენოთ.

ხველების საწინააღმდეგო ნარევის მიღების დოზა განისაზღვრება მდგომარეობის მიხედვით. თუ იშვიათი ხველა გაქვთ, მაშინ დალიეთ დღეში 1 ჩაის კოვზი დაღამებამდე და კიდევ ერთი ღამით. თუ ძლიერად გახველებთ, დალიეთ 1 ჩაის კოვზი დილით ადგომისთანავე, კიდევ ერთი სადილობამდე, ერთი სადილის შემდეგ და კიდევ თითო კოვზი საღამომდე ნავახშმევს და ძილის წინ. ხველების შესუსტებასთან ერთად შეამცირეთ მიღების რაოდენობა. ეს ხველის საწინააღმდეგო ყვლაზე ეფექტური საშუალებაა. მას არაერთი უპირატესობა აქვს: არ იწვევს კუჭის აშლილობას, რაც ბევრ სხვა საშუალებას ახასიათებს. იგი შეიძლება ვურჩიოთ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებსაც; შედეგიანია იმ შემთხვევაში, როცა სხვა წამალი არ შველის.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: