RSS

როგორ დავიხმაროთ მაკიაჟი სახის ნაკვთების ნაკლის დასაფარავად

23 Oct


* თუ ძალიან ხშირი წარბები გაქვთ, პინცეტით გამოქნა უნდა მოხდეს წარბის ქვედა მხრიდან.

გადაბმული წარბები სახეს ბრაზიან და უხეშ გამომეტყველებას აძლევს, ამიტომ, სასურველია, ამ შემთხვევაშიც პინცეტი დაიხმაროთ. მორკალული, ბოლოებდაშვებული წარბებით სახე სევდიანად გამოიყურება. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიქნათ წარბების ბოლოები და შავი ფანქრით მისცეთ სასურველი ფორმა.

ძალიან აწეული წარბები კი სახეს გაოცებულ გამომეტყველებას სძენს. ამ ეფექტის გასანეიტრალებლად გირჩევთ, გამოიქნათ ზედა ხაზი, რომ წარბი „დადაბლდეს“ და შავი ფანქრით ქვედა მხრიდან გაუკეთეთ ფაქიზი შტრიხი.

* თვალის „ჩრდილი“ არსებობს ორგვარი: მშრალი (ფხვნილისებრი) და თხევადი (კრემისებრი). მათგან ერთ-ერთის ამორჩევა მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

„ჩრდილის“ წასმისას უნდა გაითვალისწინოთ: თქვენი სახის კანის ფერი, თვალების ფერი და, რაც მთავარია, ტანსაცმლის შეფერილობა. შეეცადეთ, ჰარმონია დაამყაროთ ფერებს შორის.

დღის მაკიაჟის გაკეთებისას გამოიყენეთ მშვიდი, „ჩამქრალი“ ტონის „ჩრდილები“, საღამოს (ღამის) მაკიაჟისთვის კი – მკვეთრი ტონები.

ქუთუთოების ნაკეცებში თვალის „ჩრდილი“ რომ არ დაითხაპნოს და „აიჭრას“, მისი წასმის წინ თვალებზე ნუ წაისვამთ მკვებავს. პირიქით, მსუბუქად გადაისვით პუდრი, რომ ქუთუთო მშრალი იყოს.

* წამწამებზე ტუში სულ ბოლოს წაისვით. მეორე ფენა გადაისვით მხოლოდ მას შემდეგ, როცა პირველი ფენა კარგად გაშრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამწამები ერთმანეთს მიეწებება.

* მაკიაჟის დამაგვირგვინებელი ეტაპია ტუჩები. პომადის წასმამდე, პირველ ყოვლისა, წაისვით ჰიგიენური პომადა ან ტუჩის ბალზამი. 10-15 წუთის შემდეგ გადაისვით ტონალური კრემის თხელი ფენა. შემდეგ ტუჩის ფანქრით (ფერი შეარჩიეთ თქვენი პომადის ტონალობის მიხედვით), გაიკეთეთ ფაქიზი კონტური და მხოლოდ ამის შემდეგ სპეციალური პატარა ფუნჯით წაისვით საცხი, ოღონდ, ტუჩის შუიდან – ნაპირებისკენ მიმართულებით.

პომადის მეშვეობით შეგიძლიათ, ვიზუალურად შეიცვალოთ ტუჩების ფორმა და ზომა.

ძალიან მსხვილი ტუჩებისთვის მიზანშეწონილი არ არის ფანქრით კონტურის გაკეთება. წაისვით მუქი ფერის საცხი, ისე რომ, კუთხეებამდე ნუ მიიყვანთ.

თხელი და ვიწრო ტუჩები შეიღებეთ შედარებით ბაცი ფერის პომადით და გადაისვით „ბლესკი“ ან სადაფი – ეს ვიზუალურად გაზრდის თქვენი ტუჩების მოცულობას.

თუ ერთი ტუჩი უფრო მსხვილი გაქვთ, მეორე კი – თხელი, მსხვილ ტუჩზე წაისვით ნახევარი ტონით ბაცი საცხი, თხელზე კი – მუქი.

თუ ტუჩების კუთხეები დაწეული გაქვთ, ქვედა ტუჩი კუთხეებამდე არ შეიღებოთ, არც კონტური გაიკეთოთ ბოლომდე.

ძალიან ვიწრო ტუჩების ვიზუალურად გადიდება შესაძლებელია შემდეგნაირად: საცხის წასმის წინ გადაისვით პუდრი ისე, რომ ტუჩის ბუნებრივი კონტური დაიფაროს. შემდეგ ძალიან ფრთხილად, ოდნავ შესამჩნევი ხაზით გაიკეთეთ თქვენთვის სასურველი ფორმის კონტური და მხოლოდ ბოლოს წაისვით პომადა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: