RSS

პომიდორი აახალგაზრდავებს!

23 Oct

პომიდორი ერთადერთი იშვიათი ბოსტნეულია, რომელიც ყველა სახით სასარგებლოა.

პომიდორი და პომიდვრის წვენი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს და სისხლის მიმოქცევას, ფილტვების, კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას აუმჯობესებს.

ქორფა პომიდორი მინერალური ნივთიერებების დანაკარგს იდეალურად ავსებს. ის შეიცავს კალციუმს (სასარგებლოა გულისთვის), მაგნიუმს (სიცივესთან ადაპტაციას ეხმარება), რკინას (რეკომენდებულია ანემიის დროს), თუთიას (იმუნიტეტს ამაღლებს), კალციუმს (ძვლებს ამაგრებს), ფოსფორს (გაცვლით პროცესებში მონაწილეობს).

დაბალი კალორიულობის წყალობით (23 კკალორია 100 გრამზე), პომიდორი სასარგებლოა ადამიანებისათვის, ვისაც სიმსუქნე აწუხებს.

პომიდორი კარგი შარდმდენი საშუალებაა და ამიტომ ნაჩვენებია თირკმლების და შარდის ბუშტის პრობლემების დროს.

უმი პომიდვრისგან ლიკოპენის (ანტიმჟანგავი, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს) მხოლოდ 4% შეითვისება. მეცნიერები გვირჩევენ, გაახალგაზრდავების ეფექტისათვის პომიდვრის წვენი დავლიოთ, უკეთესია, პომიდვრის პასტა საჭმელებში დავუმატოთ.

პომიდორში ბევრი ვიტამინია – ი#, ი–, ი”, ი|, ი; და უ, მაგრამ ყველაზე მეტი ს ვიტამინია. 100 გრამი მწიფე პომიდორი მოზრდილი ადამიანის ს ვიტამინზე დღიურ მოთხოვნას მეოთხედით ფარავს.

სხვა ბოსტნეულისაგან განსხვავებით, პომიდორი უფრო სასარგებლო ხდება თერმული დამუშავების შემდეგ. უკვე 2 წუთის შემდეგ ლიკოპენი ერთი მესამედით იმატებს, ვიდრე უმ პომიდორშია. 15 წუთის მოშუშვის შემდეგ ამ ანტიმჟანგავის კონცენტრაცია 1,5–ჯერ იზრდება.

პომიდორი ანტიმჟანგავების, განსაკუთრებით ლიკოპენის, ფენოლის, ფისისა და ასკორბინის მჟავის შესანიშნავი წყაროა.

პომიდორი შეუცვლელია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის დაკლება სურს. მის შემადგენლობაში შედის ქრომი, რომელიც შიმშილის შეტევას თრგუნავს და მაძღრობის გრძნობას ახანგრძლივებს.

პომიდორი არამხოლოდ სხეულს კურნავს, ასევე სულსაც. მასში არის თირამინი – ორგანული ნაერთი, რომელიც სეროტონინად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელი განწყობას აუმჯობესებს, ხოლო სტრესულ სიტუაციებში მუშაობს, როგორც ანტიდეპრესანტი.

პომიდვრის კომპრესი შეშუპებას აქრობს. საკმარისია პრობლემურ ადგილზე მარლაში გახვეული პომიდვრის პიურე 15–20 წუთი გაიჩეროთ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: