RSS

ზუსტი დიაგნოზი ფრჩხილებით

23 Oct

ფრჩხილების ფორმა, ფერი, სისქე და გარეგნული შესახედაობა ნიშნებია, რომელთა მიხედვით ადამიანები უძველესი დროიდან ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პათოლოგიის შესახებ იგებდნენ.

რა არის ნორმა?

ფრჩხილების ნორმალური სისქე 0,3–0,4 მმ–ია, სიგანე 10–დან 17 მმ–მდე, სიგრძე საშუალოდ 10–15 მმ–ია. ფრჩხილი დღე–ღამეში დაახლოებით 0,1 მმ სიჩქარით იზრდება და, როგორც წესი, 170 დღეში მთლიანად განახლდება. ფრჩხილის მდგომარეობა დამოკიდებულია არამხოლოდ მისი პატრონის ასაკზე, ასევე მთვარის ფაზებზე, წლის დროებზე. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ადამიანებში ის უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მოხუცებში, მამაკაცებში უფრო ჩქარა, ვიდრე ქალებში.

სიგნალი დაიჭირეთ

ფრჩხილებს მზე უყვარს, ამიტომ ზაფხულში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. ჯანმრთელი ადამიანის ფრჩხილი ყოველთვის თანაბრად ვარდისფერია. ფრჩხილის ფირფიტის ყვითელი შეფერილობა ღვიძლის პათოლოგიაზე მეტყველებს. ამ ნიშანზე ფხიზლად იყავით და ჰეპატოლოგს მიმართეთ.

ფრჩხილის ფერი შეიძლება შეიცვალოს შაქრიანი დიაბეტის საწყის სტადიაზე, მძიმე ოპერაციის შემდეგ, გულის დაავადებების დროს, სისხლში მიკროელემენტების მოცულობის შეცვლის (განსაკუთრებით რკინის) დროს, ასევე ორსულობისა და ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებით.

ადამიანებში, რომლებსაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და სისხლის სხვადასხვა ავადმყოფობა აწუხებთ, ფრჩხილები იასამნისფერ შეფერილობას იღებს. მოცისფრო–იასამნისფერი ფრჩხილი ხშირად მიუთითებს გულის თანდაყოლილ მანკზე ან ფილტვების უკმარისობაზე, რომელიც სისხლში ჟანგბადის უკმარისობის გამო ვითარდება. როგორც წესი, ამ გარეგნულ დეფექტს თან ახლავს ქოშინი და სისუსტე.

მოწითალო ფრჩხილი ერითემაზე მეტყველებს. მკრთალი ვარდისფერი – ანემიის ნიშანია. ფრჩხილზე თეთრი ლაქები იმის სიმპტომია, რომ თქვენი ნერვული სისტემა გადატვირთულია, მუდმივ სტრესს განიცდის და დასვენება ესაჭიროება. ფრჩხილზე ზოლები საჭმლის ცუდად ათვისების მაჩვენებელია. ამოზნექილი ფრჩხილის ფირფიტა ტუბერკულოზის ნიშანია. ფრჩხილზე ნუშისმაგვარი ძარღვები რევმატიზმზე მიუთითებს.

ხელისგულები და თითები

წითელი ხელისგულები მომატებული არტერიული წნევის ნიშანია.

ფერმკრთალი ხელი ჟანგბადის ან გულის უკმარისობის სიგნალია.

ხელზე ხაზები, კვანძები, სისხლძარღვების გამსხვილება რევმატიზმზე ან ანთებითი პროცესების არსებობაზე მეტყველებს.

თუთია თუ კალციუმი

გარდა დასვენებისა, თქვენს ორგანიზმს, როგორც წესი, ძალიან ხშირად აკლია კალციუმი და თუთია. კალციუმის ძირითადი წყაროა: ყველა ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები (ბარდა, ცერცვი, ლობიო), კვერცხი, ბაბუაწვერას ფოთლები, კენკრა (ალუბალი, ხურტკმელი, მარწყვი, მოცხარი, მაყვალი), გაღივებული ხორბალი, ჭვავის პური, შვრიის ბურღული, ნუში, რძის მჟავე პროდუქტები (ხაჭო, კეფირი, მაწონი). კალციუმი ფრჩხილის ფირფიტას სიმკვრივეს მატებს, მაგრამ ყურადღებით იყავით – თუ ფრჩხილი შრევდება, კალციუმის ბიოდანამატები ნუ გაგიტაცებთ. სხვაგვარად თქვენი ფრჩხილები უფრო ძლიერ აშრევდება.

თუთიის ძირითადი წყაროა: ხორბლის ქატო, გაღივებული ხორბალი. გახსოვდეთ, თუ ბევრ თეთრ პურსა და ნაზუქებს მიირთმევთ, თუთიის დეფიციტის რისკი მკვეთრად იზრდება.

ექიმთან გაარკვიეთ

თუ თქვენს ფრჩხილებზე არასასურველი ნიშნები იპოვეთ, იმოქმედეთ. როგორც კი დაავადებებისაგან განიკურნებით, თქვენი ფრჩხილები ისევ თანაბარი და გლუვი გახდება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: